logo
ENG



"ვაითუ, კარგად არ არის ინფორმირებული" - სარჯველაძე პრაისის განცხადებას არ ეთანხმება

21 ივლ 202212:07
3 წუთის საკითხავი
 
"ვაითუ, კარგად არ არის ინფორმირებული" - სარჯველაძე პრაისის განცხადებას არ ეთანხმება

ქართული ოცნების დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ნედ პრაისის განცხადებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ შესაძლოა "ის არ არის კარგად ინფორმირებული".

"ვაითუ, კარგად არ არის ინფორმირებული, ამ შემთხვევაში ან მისკომუნიკაციას აქვს ადგილი კვლავ, იმიტომ რომ მე არ მგონია, ამ შემთხვევაში, რომ ხელისუფლების მხრიდან ან ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლის მხრიდან ადგილი ჰქონდა ელჩზე თავდასხმას, ამას მე ვერ დავეთანხმები და არ მგონია ეს სწორი შეფასება", - ამბობს სარჯველაძე.

გუშინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან ელჩის, კელი დეგნანის მიმართ შეურაცხყოფებსა და თავდასხმებს გამოეხმაურა და თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ქმედებები არ შეესაბამება პარტნიორების მუშაობას. 

"ელჩი დეგნანი, მისი გუნდი და ჩვენი საელჩო საქართველოში მოწოდებულია, იმუშაოს საქართველოს ხალხთან და მხარი დაუჭიროს მათ ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს.

ელჩ დეგნანს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს. დეზინფორმაცია და პერსონალური თავდასხმები არ შეესაბამება იმას, თუ როგორ მუშაობენ პარტნიორები ერთმანეთთან", - თქვა პრაისმა.


close დახურვა